28 მარტს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში გურული ხალხური მუსიკის საღამო გაიმართა.
კონცერტი პროექტ „მომღერალი საქართველოს“ ფარგლებში ჩატარდება. პროექტი გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული საღამოების გამართვას. არსებული პანდემიური რეალობის გათვალისწინებით, რეგიონული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები ტარდება ონლაინ, მუზეუმის ფეისბუქის გვერდის საშუალებით.
პირველი ონლაინ კონცერტი 26 თებერვალს, კახეთში გაიმართა. კახური ხალხური მუსიკის საღამოში მონაწილეობა ფოლკლორულმა ანსამბლმა „შილდამ“ მიიღო. მეორე ონლაინკონცერტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა და მასში მონაწილეობა მუნიციპალიტეტში მოღვაწე ფოლკლორულმა ანსამბლებმა – „ამაღლებამ“ და „გურიამ“ მიიღეს.
პროექტის ფარგლებში შემდეგი კონცერტი აპრილის თვეში გაიმართება და ის აჭარულ ფოლკლორს მიეძღვნება.