ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, თეა უჯმაჯურიძეს, ჩოხატაურის მთავარმა ბიბლიოთეკამ წლის მკითხველის სტატუსი მიანიჭა.
ამის შესახებ ცნობილი გახდა ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
„სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ჩვენს ბიბლიოთეკას რომ მრავალრიცხოვანი მკითხველი ჰყავს, ბიბლიოთეკა, რომ ფუნქციონირებს და მკითხველი ყოველდღიურად რომ ელოდება ახალ წიგნებს, ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი“,_ განაცხადა უჯმაჯურიძემ.