რამდენიმე წუთის წინ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დასრულდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის გია ცინცაძეს სასამართლო პროცესი.
ჩოხატაურის მერის პირველი მოადგილის მამას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ცინცაძის ადვოკატის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებას ხვალ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ _ დაკავებულის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ორი დღის წინ ცინცაძეების სახლში ჩხრეკა ჩატარდა _ პოლიცია ეჭვობდა, რომ პოლიციელ გოგა ჯინჭარაძის ცემაში მონაწილე პირი ან პირები, იქ იმალებოდნენ.
პოლიციამ ეჭვმიტანილები ვერ იპოვა, თუმცა, იპოვეს იარაღები, რომელთა ფლობისთვისაც გია ცინცაძე დააპატიმრეს.































































