ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დასრულდა.
ოცივე საბავშვო ბაღის 630 აღსაზრდელმა ერთ თვეზე, ნორმით გათვლილი, არამალფუჭებადი პროდუქტი მიიღო.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პროდუქტების გაცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად გახორციელდა.
(R)