კოხნარში, სადაც დღეებია უკვე +35 გრადუს აჭარბებს ტემპერატურა, სოფლის მოსახლეობის ნაწილი სასმელი და საყოფაცხოვრებო წყლის გარეშეა დარჩენილი.
მსგავსი ვითარება არ არის ახალი, თუმცა მკვეთრად საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც გარემო პირობები ყოველდღიურად მძიმდება და ადამიანის ჯანმრთელობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.
მიუხედავად მრავალი წლის განმავლობაში დაგეგმილი თუ დაპირებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რეალური შედეგი არ დგას.
ადგილობრივების თქმით, წყლის მიწოდება ხშირ შემთხვევაში სრულად შეწყვეტილია, ხოლო შესაბამისი სტრუქტურები დუმან ან გადაბრალების რეჟიმში მუშაობენ.
ამ პირობებში ბუნებრივად ჩნდება კითხვები — სად არის სახელმწიფო? სად არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, როცა ადამიანებს ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური უფლება — წყლის ხელმისაწვდომობა — წართმეული აქვთ?
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
_ წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი მკვიდრი, საკრებულოს წევრი, კოალიცია “ცვლილებებისთვის” წარმომადგენელი, ბაჩო ახალაძე.
შესაბამისი უწყებების კომენტარს “გურია ნიუსი” მალე შემოგთავაზებთ.































































