ჩანთა, რვეულები, საწერი და სახატავი საშუალებები _ ეს არასრული ჩამონათვალია იმ საჩუქრებისა, რომლებიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა, სოციალურად დაუცველმა პირველკლასელებმა მუნიციპალიტეტისგან მიიღეს.
მერი, მისი მოადგილეები, მერის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები, დილიდან, ყველა ბავშვს სახლში აკითხავენ და მათთვის განკუთვნილ საჩუქრებს აძლევენ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, ჩოხატაურს წელს 227 პირველკლასელი ჰყავს და მათგან 70 სოციალურად დაუცველია:
_ ეს ბავშვები ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებენ, მათთვის განსაკუთრებული ზეიმია. გვსურდა, ჩვენც მიგვეღო ამ ზეიმში მონაწილეობა, კიდევ მეტად გაგვეფერადებინა და ისინი გაგვეხარებინა, _ აღნიშნა კუჭავამ.
მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი პირველკლასელებისთვის საჩუქრების დარიგების პროცესი მუნიციპალიტეტში ხვალ დასრულდება.