ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება.
ზომლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა ვანისა და ზომლეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ბეტონის საფარი დაიგო გზის 1კმ-მდე მონაკვეთზე. სამუშაოებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved