ჩოხატაურის ორ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს.
როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საგანმანათლებო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა სიხარულიძემ განუცხადა, სასწავლო პროცესი ქვემო სურების და შუა სურების საჯარო სკოლებში არ მინდინარეობს.
“სასწავლო პროცესი არ მინდინარეობს ქვემო სურების და შუა სურების საჯარო სკოლებში. სურებს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია, სკოლებში კი ცენტრალური გათბობა აყენია, ამის გამო გაკვეთილების ჩატარება ვერ მოხერხდა”,_ ამბობს სიხარულიძე.