ჩოხატაურის #1-მა საბავშვო ბაღმა მუშაობა შეწყვიტა, _ ამის შესახებ ინფორმაცია საბავშვო ბაღის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
როგორც ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება “მომავალის” დირექტორმა, ნინო ბარამიძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ კორონავირუსი ბაღის 2 პერსონალს დაუდასტურდა, თუმცა, პარასკევს, გეგმიური გატესტვისას ბაღის არც ერთ თანამშრომელს ვირუსი არ აღმოაჩნდა.
“ერთ-ერთ მათგანს ვირუსი გუშინ დაუდასტურდა, მეორემ კი დღეს საკუთარი სურვილით ჩაიტარა კორონავირუსზე ტესტი და გამოუვლინდა”.
ნინო ბარამიძის თქმით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი პირველ ნოემბერს განახლდება.
[sexy_author_bio]