ჩოხატაურში 2 სკოლა, ზემო და შუა სურების საჯარო სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე რჩება. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემ განუცხადა.
ამ დროისთვის, წერტილოვანი შეზღუდვაა დაწესებული 1-ელ საჯარო სკოლაში, სადაც 2 კლასია სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანილი. წერტილოვანი შეზღუდვა რჩევა შუა ფარცხმის სკოლაში, სადაც 1 კლასი იყო დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასული და სწავლა ხვალ განახლდება.
წერტილოვანი შეზღუდვაა დაწესებული ხიდისთავის საჯარო სკოლაშიც. ინფიცირების შემთხვევები მოსწავლეებს შორის დაფიქსირდა, რის გამოც მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში სასწავლი პროცესი საკლასო ოთახებში შეწყდა.