ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბნები გახსნილია.
პირველმა ამომრჩევლებმა საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირეს.
როგორც საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელმა თემურ კუტუბიძემ გურია ნიუსთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, უბნები ხარვეზებისა და შეფერხებების გარეშე გაიხსნა.
ინფორმაციისთვის, დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები იმართება.
ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩევლების რაოდენობა ერთიან სიაში 17.09.2025 მონაცემებით, 3,513,818, აქედან ქალი ამომრჩეველია 1,875,577 და 1,638,241 არის კაცი ამომრჩეველი. რაც შეეხება გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მონაცემებს: ოზურგეთში – 57 926; ლანჩხუთში – 27 095 და ჩოხატაურში – 17 338 ამომრჩეველია.


































































