დღეს ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში 126 აღსაზრდელი მივიდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს”ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება ,,მომავალი“-ს ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა.
ბარამიძის თქმით, საბავშვო ბაღები ჩვეულებრივ ფუნქციონირებენ. აღსაზრდელების სიმცირე კი მშობლების გადაწყვეტილებას უკავშირდება.
“დღეის მდგომარეობით ბაღებში 126 ბავშვია. არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული. ბავშვთა სიმცირე ვფიქრობთ, რომ მშობელთა არჩევანით არის განპირობებული. ბაღები ფუნქციონირებს, მშობლების გადასაწყვეტია მოვლენ თუ არ მოვლენ”,_ ამბობს ბარამიძე.