ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
როგორც ზაალ მამალაძის მიერ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოთი ირკვევა, მათ ვაქცინა ჩოხატაურში, კლინიკა „მედალფაში“ გაიკეთეს.
ცნობისთვის, კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესი ჩოხატაურში 2 დღის წინ განახლდა. აცრის გაკეთება ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ არის შესაძლებელი.