ჩოხატაურის მეოთხე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ზაალ მამალაძე აირჩიეს.
მას მხარი 35-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ჩოხატაურის საკრებულოში სულ 38 დეპუტატია. აქედან არჩევნებში მონაწილეობა 36-მა დეპუტატმა მიიღო.
ზაალ მამალაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი და მმართველი პარტიის ჩოხატაურის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო, მესამე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახლდათ.