ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ქვენობანი-ბუკნარის მაჟორიტარი დეპუტატი დავით გუდავაძე აირჩიეს.
მისი კანდიდატურა საკრებულოს ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ წამოაყენა.
გუდავაძეს სხდომაზე მყოფი 37 დეპუტატიდან მხარი 36 დეპუტატმა დაუჭირა.
ამ თანამდებობაზე პრეტენზიას ზვიად მამალაძე და ვლადიმერ სიხარულიძე აცხადებდნენ, თუმცა, სხდომის დაწყებამდე გამართულ უმრავლესობის საგანგებო სხდომაზე გუდავაძის კანდიდატურა შეირჩა.
დავით გუდავაძე წინა მოწვევის საკრებულოში ინფრასტრუქტურის კომისიას ხელმძღვანელობდა.