ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგდა.
როგორც გვითხრეს, შუქის ჩაქრობა უამინდობამ გამოიწვია და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ 30 წუთზე მეტი ჩოხატაურს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
ამავე მიზეზით იყო გამორთული შუქი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში.
“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ამჟამდ ელექტროენერგია დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მიეწოდება.
რაც შეეხება ამინდს _ დასავლეთში ისევ ძლიერი წვიმა და ელჭექია.
საათზს მეტი გადაუღებლად წვიმს გურიაში, რასაც უკვე მოყვა პრობლემები _ დატბორილი და დაზიანებულია გზები, მილხიდები.
ჩოხატურის მუნიციპიტეტის მერის ირაკლი კუჭავას ინფორმაცით, მერია საგანგებო რეჟიმზეა გადასული და მუდმივ კოორდინაციაში არიან სოფლებთან.
შენიშვნა: ფოტო არ ასახავს შემთხვევის ადგილს.