ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში. გარდაცვლილია 26 წლის ა.კ.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” სოფლის დეპუტატმა, ლაშა თოლორდავამ დაუდასტურა.
“26 წლის იყო, უწესიერესი ბიჭი, ამის ნაწყენი არავინ იყო. მშობლები უცხოეთში ჰყავს”, _ გვითხრა თოლორდავამ
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ.