ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში მცხოვრები 39 წლის შ.ც. საკუთარ ეზოში, ხეზე ჩამომხრჩვალი საკუთარმა შვილმა იპოვა.
როგორც გვითხრეს, ბავშვმა საშველად მეზობლებს დაუძახა, თუმცა შ.ც. უკვე გარდაცვლილი იყო.
დაღუპულს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ამ დროისთვის უცნობია რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ჩოხატაურში თვითმკვლელობის ფაქტები გახშირდა _ წელს, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ახალგაზრდა ადამიანი სიცოცხლეს ამ ფორმით ასრულებს.