ჩოხატაურში, ბოლო 4 დღის განმავლობაში, კორონავირუსზე 641 ტესტი ჩატარდა, საიდანაც ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
„ბოლო 4 დღის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ ვითარების შესანარჩუნებლად აუცილებელია იმ ღონისძიებების დაცვის გაგრძელება, რასაც ხალხს მოვუწოდებთ. აუცილებელია პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების დამუშავება“,_ ამბობს ჯიბუტი და ამ ღონისძიებებთან ერთად აღნიშნავს, რომ იმუნიზაციაც აუცილებელია.
ჩოხატაურიში სულ დადასტურებულია ინფიცირების 1127 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1092 ადამიანი, გარდაცვლილია 13 ადამიანი.