დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში ოთხ მოსწავლეს ტემპერატურა დაუფიქსირდა. ისინი წესების სრული დაცვით გადაყვანილი იქნენ საიზოლაციო ოთახში, _ ამის შესახებ “გურია ნიუსთან” ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა შორენა სუიხარულიძემ ისაუბრა.
“ხელახლა შეუმოწმდათ ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით. აქედან ერთ მათგანს ტემპერატურა აღარ დაუფიქსირდა. სკოლის ექიმის მიერ განხორციელდა ყველა საჭირო ღონისძიება, რაც დადაგენილია რეგულაციით. არცერთ მათგანს და მათი ოჯახის წევრებს არ ჰქონია მოგზაურობის ისტორია საქართველოს “წითელ ზონებში”. მოსწავლეები სასწავლო პროცესზე დაშვებული არ ყოფილან, ოჯახის ექიმების მიერ ხორციელდება მოსწავლეებზე დაკვირვება.
ამჟამად ისინი თავს კარგად გრძნობენ, თუმცა, საბოლოო პასუხის მიღებამდე სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან დისტანციურად, _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ.