ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში დღეს 27 ბავშვი გამოცხადდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება ,,მომავალი“-ს ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა.
“მუშაობს სამი ბაღი. 1-ლი საბავშვო ბაღი, ერკეთის და ბასილეთის ბაღები. 7 საბავშვო ბაღში, კერძოდ, 1 ბაგა-ბაღი, ხიდისთავი, შუა ამაღლება, გოგოლესუბანი, ბუკნარი, ბუკისციხე, ზოტი- არის ინფიცირების შემთხვევები და გადასული არიან იზოლაციაში. 10 საბავშვო ბაღში ბავშვები არ გამოცხადნენ”,_ გვითხრა ბარამიძემ.