ჩოხატაურში ავარიის დროს დაშავებული მეოთხე ახალგაზრდა, სოსო მეფარიშილიც გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ბიჭის ახლობლები ავრცელებენ.
“გურია ნიუსი” მწუხარებით თანაუგრძნობს მეფარიშვილების დიდ ოჯახს ამ უდიდეს ტკივილს და გამძლეობას უსურვებს მათ.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში 1 ოქტომბერს მოხდა. ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორას გადასახვევთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც გარდაიცვალა სამი და მძიმედ დაშავდა ორი ახალგაზრდა.