ჩოხატაურში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ნატო ჯიბუტი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ეპიდვითარება უმჯობესდება.
„ჩოხატაურში კვირის განმავლობაში გაუმჯობესებულია ეპიდვითარება“,_ გვითხრა ჯიბუტმა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის დაფიქსირებულია კორონავირუსის 1370 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1335 ადამიანი, გარდაცვლილია 18, აქტიურია ინფიცირების 17 შემთხვევა.
„ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა“,_ გვითხრა ჯიბუტმა.
ავტორი: რუსა ოქრუაშვილი