ჩოხატაურში გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი სტაბილურად აფასებს.
სულ კი დაფიქსირებულია ინფიცირების 8118 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 8040 პაციენტი, გარდაცვლილია 68.