ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებს შორის „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი გაიმართა.
გამარჯვება წიფნარის საჯარო სკოლამ მოიპოვა, მეორე ადგილის მფლობელი გოგოლესუბნის საჯარო სკოლა გახდა, ხოლო მესამე ადგილი ბუკისციხის საჯარო სკოლამ დაიკავა.
ინტელექტუალური კონკურსი ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.