ამ წუთებში ჩოხატაურში ე.წ. წიგნების მაღაზიასთან ხმაურია.

გარემოვაჭრეებს თუთუნით ვაჭრობის უფლებას არ აძლევენ.
გარემოვაჭრეები წინ დაუწვნენ ავტომანქანას, რომლითაც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები გადაადგილდებიან.
ერთ-ერთი გარემოვაჭრე ცუდად გახდა.
შემოსავლები სამსახურის თანამშრომლები „გურია ნიუსთან“ კომენტარს არ აკეთებენ.


































































