ჩოხატაურში, ძლიერი ქარით გამოწვეული უამინდობის გამო გადადებული საახალწლო ღონისძიებების ჩასატარებლად ემზადებიან.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მქროლავმა ძლიერმა ქარმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა. მოგლიჯა ხეები, დააზიანა საცხოვრებელი სახლები, რის გამოც ხელისუფლებამ ღონისძიებების გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ცნობილია, დღეს, ჩოხატაურში, დუმბაძის 12 ნომერთან მდებარე სკვერთან, პრემიერის ინიციატივით დაგეგმილი ღონისძიებები უნდა გაიმართოს.
საახალწლო პროგრამა 14 საათიდან დაიწყება. მას 20 საათზე საზეიმო ფოიერვერკი დაასრულებს.