რამდენიმე დღის წინ, ჩოხატაურში ჩატარდა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ქართველ და ებრაელ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.
შეჯიბრებაში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 12-გუნდი (200 მონაწილე), ასევე, მონაწილეობდნენ მოჭიდავეები სომხეთიდან.
ტურნირი ჩატარდა 2003-2005 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის სხვადასხვა წონით კატეგორიაში, სადაც ჩოხატაურელმა მოჭიდავეებმა გარკვეულ შედეგებს მიაღწიეს: I ადგილი: 26 კგ. წონით კატეგორიაში საბა ჩხიკვაძემ მოიპოვა, 35კგ. წონით კატეგორიაში _ ნიკა სიხარულიძემ, 32 კგ. წონითი კატეგორიაში პირველი ადგილი არავის დაუთმო გიორგი ირემაძემ. 42კგ. წონითი კატეგორიაში პირველი ადგილი ხვდა წილად მანუჩარ იობაძეს, 53კგ. წონით კატეგორიაში _ ოთარ ადეიშვილს, 59 კგ. წონითი კატეგორიაში კი გიორგი ჯანელიძემ დაიმსახურა პირველი ადგილი.
II ადგილი 47 კგ. წონითი კატეგორიაში საბა იობაძეს ხვდა წილად, 53 კგ. წონით კატეგორიაში კი _ ედუარდ თავაძეს.
ტურნირში III ადგილს დასჯერდნენ: 47კგ. წონით კატეგორიაში თემურ მარკოიძე და ლაშა ჯანელიძე, 66 კგ. წონითი კატეგორიაში ალექსი გიორგაძე.
მძიმე წონით კატეგორიაში I ადგილი ლუკა მგელაძემ მოიპოვა, II ადგილი გიორგი დოლიძემ ხვდა წილად, III ადგილის მფლობელები კი ალექსი გიორგაძე და ნიკა ცხვარაძე გახდნენ.
გამარჯვებული სპორტსმენები სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
ტურნირი ჩოხატაურის კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა. მისი მხარდამჭერები კი მუნიციპალიტეტის საკრებულო, გამგეობა, ა(ა)იპ ჩოხატაურის კულტურის ცენტრი და “SHALOM KLUB GURIA” იყო.