ჩოხატაურში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების მატება აღინიშნება.
როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა, გასულ 24 საათში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 26 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
“ინფიცირების შემთხვევები არის ყველგან. პროლემურ ზონად რჩება ნაბეღლავის მიმართულება, თავპანტა, ასევე ქვენობნის მიმართულება”,_ ამბობს ჯიბუტი.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია კოვიდრეგულაციების დაცვა, მაგრამ მოსახლეობა სხვადასხვა ღონისძიებებს მაინც აკეთებს, რაც ვირუსის გავრცელების წყარო ხდება.
“აცრა, პირბადის ტარება და დისტანცია- ეს არის რეკომენდანციები და თუ დავიცავთ, არ გვექნება ინფიცირების ამდენი შემთხვევა, მაგრამ მოსახლეობა მაინც აკეთებს დაბადების დღეებს, ღონისძიებებს, სადაც ადამიანების დიდი რაოდენობა იკრიბება და ამას მოჰყვება ვირუსის გავრცელება”,_ ამბობს ჯიბუტი.