ჩოხატაურში ინფიცირების შემთხვევის მატების ტენდენციაა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
ჯიბუტის ინფორაციით, ჩოხატაურში სულ დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 1408 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1364 ადამიანი, გარდაცვლილია 19, აქტიურია ინფიცირების 25 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 9 კოვიდკლინიკებში მკურნალობს. პაციენტები საშუალო და მსუბუქი სიმძიმის არიან.