ჩოხატაურში კოვიდინფიცირების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩოხატაურში დაფიქსირებულია ინფიცირების 9237 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 9125 პაციენტი, გარდაცვლილია 69.