ჩოხატაურში კოვიდინფიცირების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩოხატაურში დაფიქსირებულია ინფიცირების 9271 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 9158 პაციენტი, გარდაცვლილია 69.