ჩოხატაურში ინფიცირების შემთხვევების მატების ტენდენცია ნარჩუნდება,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
ჯიბუტის ინფორმაციით, 1 კვირის განმავლობაში ჩოხატაურში ინფიცირების 120 შემთხვევა დაფიქსირდა.
“ხიდისთავი, საჭამიასერი, შუა სურები, სამება- ამ მიმართულებით არის შედარებით მეტი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირებული”,_ ამბობს ჯიბუტი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩოხატაურში დაფიქსირებულია ინფიცირების 8573 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 8378 პაციენტი, გარდაცვლილია 68.