ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„გურია ნიუსს“ ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ერთი დაბაში, ერთი კი შუა ფარცხმაში გამოვლინდა.
სულ ჩოხატაურში ინფიცირების დაახლოებით 750 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან 7 ინფიცირებული გარდაიცვალა.