ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა.
როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა, გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჩვენ ვცადეთ კონკრეტული პასუხის მიღება იმის შესახებ, თუ სად არის გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები, თუმცა ჯიბუტმა პასუხის გაცემა არ ისურვა და ტელეფონი გათიშა.
ცნობისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 21 ოზურგეთში, ხოლო 4 ჩოხატაურში გამოვლინდა.