ჩოხატაურში ბოლო 1 კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა.
„ბოლო 1 კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა. ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება სკოლებში. სულ დაფიქსირებულია 1324, გამოჯანმრთელებულია 1260, გარდაცვლილია 16. აქტიურია 48 შემთხვევა. არიან მძიმე, საშუალო სიმძმიმის და მსუბუქ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები“,_ გვითხრა ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა.