ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1 შემთხვევა დადასტურდა, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ინფიცირებული გუთურის საჯარო სკოლის ერთ-ერთი კლასის მოსწავლეა. მოზარდის დაინფიცირება, სავარაუდოდ, ოჯახურ კლასტერს უკავშირდება.
გუთურის საჯარო სკოლაში სულ კორონავირუსით ინფიცირების 7 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის სკოლის 4 თანამშრომელია და 3 _ მოსწავლე.
სკოლაში სწავლა ინფიცირების 1-ლი შემთხვევის გამოვლენისთანავე შეწყდა.
ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ სწავლის პროცესის განახლებამდე სკოლაში მასწავლებლებმა პსრ ტესტი უნდა გაიკეთონ.