ჩოხატაურში, ავერსის სამედიცინო ცენტრში პაციენტი გარდაიცვალა. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსი ჰქონდა. გარდაცვალების ფაქტს “გურია ნიუსთან” საუბრისას ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო ჯიბუტი ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ გარდაცვლილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული იყო.
“გარდაცვლილია 92 წლის ქალბატონი. მას გადატანილი ჰქონდა კორონავირუსი, გამოჯანმრთელების შემდეგ გაწერეს კლინიკიდან. თუმცა ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო ხელახლა დასჭირდა კლინიკაში მოთავსება. სამწუხაროდ, გარდაიცვალა”,_ ამბობს ჯიბუტი.
ავტორი