ამ წუთისთვის “გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა.
ფაქტს “გურია ნიუსთან” ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გურიის რეგიონის ხელმძღვანელი არჩილ მჟავია.
“დიახ, გიდასტურებთ, რომ არის 2 შემთხვევა. სახელებსა და გვარებს ვერ გეტყვით. მონაცემები უკვე გამოქვეყნებულია და შეგიძლიათ, იქ ნახოთ”, _ გვითხრა მჟავიამ.