ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიციცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
ცნობისთვის, ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა 2 კვირის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ინფიცირება პირს ჩოხატაურში დაბრუნების შემდეგ დაუდასტურდა. ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ეპიდკვლევა მიმდინარეობს.