გურიაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა.
ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი ჩოხატაურში, დაბის ერთ-ერთი მცხოვრებია.
ომხდარი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.
როგორც ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, გარდაცვლილი 60 წლამდე ასაკის კაცია. ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმე იყო.
სულ გურიაში კორონავირუსით გარდაცვალების 16 შემთხვევაა დაფიქსირებული.