ჩოხატაურში კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება გრძელდება.
რაც შეეხება გასული 24 საათის მონაცემს, ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
როგორც ცენტრში გვითხრეს, ინფიცირების ახალი შემთხვევა დაბის მცხოვრებს აღმოაჩნდა, რომელიც ტესტის გასაკეთებლად ჯანმრთელობის სახლი გურიაში მივიდა.
ამ დროისთვის, ეპიდემიოლოგები ბუკისციხისა და იანეულის საჯარო სკოლებში მუშაობენ.
ცნობისთვის, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით სკოლის თანამშრომლების და მოსწავლეების მშობლების ვირუსზე შემოწმება მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში კი თუ ინფიცირება რომელიმე მოსწავლის მშობელს დაუდგინდება, ტესტს მოსწავლეც გაიკეთებს.