როგორც “გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, ჩოხატაურში, კოვიდ 19-ზე რვა პედაგოგის პასუხს ელოდებიან.
როგორც გვეუბნებიან, საეჭვო სიმპტომების მქონე პედაგოგებს, PCR ტესტი უკვე ჩაუტრდათ და ამ დროისთვის განმეორებითი ტესტის პასუხების მოლოდინში არიან. აღნიშნულთან დაკავშირებით “გურია ნიუსში” უკვე არაერთი ზარი და სმს-ი შემოვიდა. ადამიანებს აინტერესებთ, რა ხდება და არის თუ არა მუნიციპალიტეტი რეალური საფრთხის წინაშე, მით უფრო, როცა 2 დღეში ახალი სასწავლო წელი დაიწყება.
ინფორმაციის გადასამოწმებლად, “გურია ნიუსმა” დაავადებათა კონტროლის გურიის რეგიონის განყოფილების ხელმძღვანელს, არჩილ მჟავიას მიმართა.
მჟავია აღნიშნულს არ ადასტურებს და გვთხოვს, პასუხისთვის 17 საათზე დავუკავშირდეთ.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, “გურია ნიუსი” თავს ვალდებულად თვლის, ხელთ არსებული ინფორმაცია გამოაქვეყნოს.