ჩოხატაურში კოვიდინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
სულ ჩოხატაურში დაფიქსირებულია ინფიცირების 8037 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 7939 პაციენტი, გარდაცვლილია 68.