ჩოხატაურში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები იყო. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
“პაციენტი მკურნალობდა ბინაზე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო მძიმე, მაგრამ გარდაიცვალა. რადგან მოხდა ბინაზე გარდაცვალება, ამის გამო დეტალურ ინფორმაციას ვერ ვფლობთ,”_ ამბობს ჯიბუტი.
ინფორმაციისთვის, ჩოხატაურში სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 9146 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 9015 პაციენტი, გარდაცვლილია 69.