ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
„გარდაიცვალა ასაკოვანი ადამიანი. სოფელ ერკეთის მცხოვრები. 80 წელს ზემოთ მყოფი მამაკაცი“,_ გვითხრა ჯიბუტმა.
გარდაცვალების შემთხვევა კვირას დაფიქსირდა.
სულ ჩოხატაურში კორონავირუსით გარდაცვალების 16 შემთხვევა ფიქსირდება.