ჩოხატაურში წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. პოლიციამ მისი სახლიდან უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.
“გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.კ, ჩოხატაურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციის მიერ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია: მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 8 ვაზნა.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“,_ ნათქვამია უწყების განცხადებაში.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის ფაქტებზე თბილისში, სამცხე-ჯავახეთში და მესტიაში განხორციელდა. ჯამში დაკავებულია 4 პირი. მათგან 1 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.