გურიაში სოფლად მცხოვრებლების მასობრივი ვაქცინაცია იწყება. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს ადგილობრივი კოვიდსაბჭოს წევრების შეხვედრაზე მიიღეს.
რომელი ვაქცინით მოხდება მოსახლეობის აცრა და როდიდან დაიწყება ჩოხატაურში აღნიშნული პროცესი– ამ დეტალების დასაზუსტებლად ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, ნატო ჯიბუტს ვესაუბრეთ.
ნატო ჯიბუტი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს აცრის გაკეთება გაუადვილოს სოფლად მცხოვრებ იმ ადამიანებს, ვისაც ვაქცინის გაკეთების სურვილი აქვს.
„ზოგადად, მოსახლეობისთვის უკვე ყველა ვაქცინა ხელმისაწვდომია. მასობრივი ვაქცინაცია არ ჩატარდება. ეს არის იმ მცხოვრებლებისთვის, ვისაც აქვს აცრის სურვილი, ოღონდ რომ გაუადვილდეს მას ვაქცინაციის პროცესი. არ მოუწიოს გადაადგილება, ტრანსპორტის გამოძებნა გადაასაადგილებლად. ახლა მიმდინარეობს მუშაობა. უფრო დეტალურად შემდეგ დღეებში გესაუბრებით“,_ გვითხრა ჯიბუტმა.
[sexy_author_bio]