ჩოხატაურში უკვე მეხუთე დღეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ ფიქსირდება. ამის შესახებ “გურია ნიუსს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 1127 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1092-ზე მეტი ადამიანი, გარდაცვლილია 13.