ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნანი თედორაძე მეოთხე დღეა მეუღლეს, 69 წლის ზაურ თედორაძეს ეძებს.
მისი ინფორმაციით, ბატონი ზაური სახლიდან კვირას გავიდა:
“კვირას, ადრე დილით წავედი ბაზარში. დაახლოებით, 12 საათი იქნებოდა როცა მოვედი და მეუღლე ვერსად ვიპოვე. მოგვიანებით, მაგიდაზე დატოვებული წერილი აღმოვაჩინე, სადაც მწერს, რომ არ ვეძებო.
მას შემდეგ ვეძებთ ყველა, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. ძალიან გთხოვთ, თუ ვინმემ სამდე ნახა, ჩვენ ან პოლიციას შეატყობინოს“, _ ამბობს ქალბატონი ნანი, რომელსაც ჩვენი მკითხველის დახმარების იმედი აქვს.
დააკვირდით ფოტოს. თუ სადმე შენიშნეთ ეს ადამიანი, დარეკეთ ნომერზე: 557 948 481